პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N320/01-01 20/11/2024 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე
ვბრძანებ:
1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N320/01-01 20/11/2024 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 139 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
- მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
- თეა ხუნდაძე - უფროსი სპეციალისტი;
- ლუიზა აბაზაძე - მთავარი სპეციალისტი;
- ნათია დათიაშვილი - მთავარი სპეციალისტი;
- ქეთევან ცაბაძე - წამყვანი სპეციალისტი;
- თამარ ქარსაულიძე - წამყვანი სპეციალისტი;
3) საბუთები მიიღება: 22-26 ნოემბერი, VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ;
4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.