Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე11 პუნქტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის MES 8 24 0000880777 ბრძანების და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2024 წლის 25 სექტემბრის MES 2 24 0001201142 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. მიეცეთ ჩარიცხვის უფლება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამით განსაზღვრულ პირებს N1 დანართის შესაბამისად;

2. განისაზღვროს 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით: ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 7 ოქტომბერი - 30 დეკემბერი; 6-18 იანვარი;

ა.ბ) საგამოცდო პერიოდი - 13 იანვარი - 18 იანვარი;

ა.გ) არდადეგები - 31 დეკემბერი-5 იანვარი; 20 თებერვალი-2 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 მარტი - 14 ივნისი;

ბ.ბ) საგამოცდო პერიოდი - 9 ივნისი-14 ივნისი;

3. განისაზღვროს დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 26-30 სექტემბერი;

4. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი