Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე  -14 მუხლის    პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის    2024 წლის    06 აგვისტოს   # 20598/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე სასწავლო კორპუსში  403-ე  აუდიტორიას მიენიჭოს   ცნობილი  ქართველი მეცნიერის გივი ჭანუყვაძის სახელი.
2. დაევალოს საზოგადოებასთან  ურთიერთობისა  და მატერიალური  რესურსების მართვის დეპარტამენტებს  აუდიტორის მოწყობისათვის  საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება  ძალაში  შედის   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო გვენეტაძე