Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 17597/10; 04/07/2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 9 ივლისს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლალი ფხალაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლარისა მელია, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;

გ) რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

დ) გიული შაბაშვილი, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი