Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი“-ს (დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი N7) მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 24 აპრილის N15/04 ერთობლივი ბრძანების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შ. ერისთავის 2024 წლის 27 მაისის N13786/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით.

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ში დასაქმებულ პერსონალს.

4. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება.

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: თსუ წესდება, პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები.

5. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) კომპიუტერული უნარები;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.

6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება: - უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პერიოდულობით, დახმარე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების დამუშავება და ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; - შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადებაში, ტრენინგის დაგეგმვა-ადმინისტრირებასა და განხორციელებული ტრენინგების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა; - პროფესიული და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მოწვეული სპეციალისტების (პედაგოგები) შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაგაფორმება, საჭიროებისამებრ, მათი მონაცემების შეტანა-განახლება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემაში. - უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის შესახებ, პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის, ადმინისტრირების, შეფასების და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებებით სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოება, ანგარიშების (რეპორტების) მომზადება დადგენილი ფორმებისა და წესის შესაბამისად. - პერსონალის ელექტრონული ბაზის წარმოება/ განახლებაში მონაწილეობა. - დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით, დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოების განხორციელება.

7. პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის კონკურსში მონაწილეობის მსურველ თსუ-ში დასაქმებულ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი“.

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe.

12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ივლისისა.

13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი