Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის მე -3 პუნქტის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირეული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის N13/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2024 წლის 23 აპრილის N11351/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 2 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

მაკროეკონომიკის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი- 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

საერთაშორისო ბიზნესის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

მარკეტინგის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

ფინანსების და საბანკო საქმის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი -1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, 10.00-სთ-დან 17.00 სთ-მდე, შესვენება 13.00-დან 14.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვ ის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი