Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ”, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის 2024 წლის 17 აპრილის N10907/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში მზარეულის, მოლარე-კონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამალგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად - 16 ვაკანსია:

ა) მზარეული - 4 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 2322 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

ბ) მოლარე კონსულტანტი - 6 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

გ) მიმტანი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

დ)ჭურჭლის მრეცხავი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით. ე)დამლაგებელი - 2 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 900 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით.

2. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მდებარე კვების ობიექტი.

3. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება პოზიციების შესაბამისად:

ა) მზარეული: ორშაბათი - შაბათის ჩათვლით, 800 საათიდან 2000 საათამდე დასვენების დღე კვირა.

ბ)მოლარე კონსულტანტი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე.

გ)მიმტანი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე. დ)ჭურჭლის მრეცხავი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე. ე)დამლაგებელი: თვეში 15 სამუშაო დღე, 930 საათიდან 2000 საათამდე.

4. ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები) განისაღვრება პოზიციების შესაბამისად:

ა) მზარეულის ფუნქცია-მოვალეობები:

- დაევალოს კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით.

- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი.

-ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, ინგრედიენტების წინასწარ მომზადება.

- სამზარეულოს მარაგების და პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი.

-პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით.

-სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

- იმუშაოს კვების ობიექტისათვის დადგენილი სტანდარტების, შინაგანაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად.

- ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი სამუშაო გრაფიკი კერძების დროულად მომზადების მიზნით.

- დაემორჩილოს შეფ მზარეულის მითითებას.

ბ)მოლარე კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

- მოლარე ოპერატორს ევალება სალარო აპარატთან მუშაობა, ნაღდი ფულით თუ საბანკო ბარათით პროდუქციის ღირებულების მომხმარებლისაგან მიღება და რეალიზაციის გატარება სალარო აპარატსა და სალარო კომპიუტერში.

- დილით სამუშაო ცვლის დაწყების წინ სალაროს ნაშთის მითვლა, ხოლო დღის ბოლოს სამუშაო ცვლის დამთავრებისას ბუღალტერისათვის ან კვების ობიექტის მენეჯერისათვი სალაროს ნაშთის ჩაბარება.

- მოლარე ოპერატორი პასუხისმგებელია დღის განმავლობაში სალაროში განხორციელებულ ნაღდ თუ უნაღდო ანგარიშწორების სისწორეზე და სალაროს ნაშთის სრულად და სწორად აღრიცხვაზე.

- კონსულტანტს ევალება მომხმარებლის მომსახურება, საკვების რეალიზაცია.

გ)მიმტანის ფუნქცია-მოვალეობები:

- სტანდარტების დაცვის მიხედვით აიღოს შეკვეთა.

-შეკვეთა ჩაიწეროს, შეიყვანოს პროგრამაში და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.

- მოემსახუროს მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე/სასმელზე ინფორმაცია.

- ყურადღება მიაქციოს შეკვეთების დროულ და სწორ მიწოდებას, ასევე მომხმარებლის მაგიდასთან არსებულ სისუფთავეს.

- მოამზადოს სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად.

- სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად.

- სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.

- ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუში შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები (ბარის და კერძების).

დ)ჭურჭლის მრეცხავის ფუნქცია-მოვალეობები:

- ჭურჭლის დარეცხვა, სამზარეულოში თავისი სამუშაო სივრცის დასუფთავება, სამზარეულოს აღჭურვილობის წმენდა და მათი სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

- სარეცხი საშუალებების გამოყენება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. ე)დამლაგებელის ფუნქცია-მოვალეობები:

- კვების ობიექტში დარბაზის სივრცის, სველი წერტილის და დამხმარე სათავსოების დასუფთავება.

5. აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

6. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ბ) CV;

გ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

7. გასაუბრება ჩატარდება 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მდებარე კვების ობიექტი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 555417031.

8. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მზარეულის, მოლარე-კონსულტანტის, მიმტანის, ჭურჭლის მრეცხავის, დამალგებლის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი