Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 27 მარტის N96/02-01 ბრძანების, დეპარტმენტის უფროსის თ გერგედავას 2024 წლის 11 აპრილის N 10236/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების (პირველი კატეგორია) პოზიციებზე კანდიდატების შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)ერეკლე ასტახიშვილი - თსუ რექტორის მოადგილე - კომისიის თავჯდომარე;

ბ) ნინო ოკრიბელაშვილი - სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;

გ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;

დ) შორენა ერისთავი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;

ე) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;

ვ) ნინო მარუაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.

2. დამტკიცდეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების (პირველი კატეგორია) პოზიციებზე კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1).

3. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი