Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი თავაძის 2024 წლის 8 აპრილის N9956/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად - 40 ვაკანსია:

ა) 38 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 700 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ქალაქ თბილისის ობიექტები.

ბ) ერთი ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 375 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ს. თელეთი.

გ) ერთი ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 300 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ს. ტაბახმელა.

2. 2024 წლის 1 მაისიდან დაგეგმილია ანაზღაურების ზრდა 10%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან დამატებით 7%-ით;

3. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი ისარგებლებს სადაზღვეო პაკეტით;

4. სამუშაო დრო - 24 საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს;

5. სასურველი ასაკი - 21 წლიდან 60 წლამდე;

6. ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):

ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ ობიექტზე, ყურადღებით აკონტროლოს დასაცავი ობიექტი, ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობა. დაიცვას მასზე მიმაგრებული ობიექტის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან ან/და სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები ობიექტზე და ობიექტის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;

ბ) სამსახურში ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;

გ) უნივერსიტეტში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის, დასაცავ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების შემოტანა, თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას ობიექტზე რაიმე ინვენტარის ან ნივთის შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;

დ) მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები;

ე) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ობიექტის ადმინისტრატორთან ერთად შეამოწმოს ობიექტი, სიგნალიზაციის გამართული მუშაობა და ჩააბაროს კორპუსი;

ვ) შეასრულოს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების მითითებები;

ზ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს აღმოუჩინოს გადაუდებელი პირველადი დახმარება; თ) დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს ოპერატიული მართვის ცენტრს ან დარეკოს ნომერზე 112.

7. უნარები:

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;

ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

8. აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

9. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

დ) CV;

ე) ფოტოსურათი 3X4 (1 ც.);

ვ) დიპლომის, სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

10. გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს 12:00 საათზე ბრძანების გამოცემიდან 2024 წლის 15 მაისამდე. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური. ტ. 577-244-100.

11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.geზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური).

13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი