Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2024 წლის 13 მარტის N7317/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სტაჟიორთა კონკურსის წესით შერჩევის მიზნით შეიქმნას ,,სტაჟირების კომისია“ შემდეგი შემადგენლობით:

ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;

დ) პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

ე) საფინანსო დეპარტამენტის უფროსი- კომისიის წევრი;

ვ) მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი-კომისიის წევრი;

ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი