„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 და 22 ივნისის N152/02-01 ბრძანებების, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო უფროსის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 22.11.2023წ. N35336/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 31 ოქტომბრის N314/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 2023 წლის 25 ოქტომბრის N85 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 21 პროექტი:
ა) თანამედროვე გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ქალაქ თბილისის არეალში და მის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური მოვლენის კვლევა;
ბ) ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში;
გ) თიროიდმასტიმულირებელ ჰორმონთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების დონის შეფასება საკვერცხის კისტის მქონე ქალებში;
დ) იდეიდან დანერგვამდე;
ე) დალაშქრე ზეკარი;
ვ) კიბერ ფესტივალი;
ზ) მოსამზადებელი კურსის გავლენა ეთნიკურ ჯგუფებზე (ესეების კონკურსი)
თ) „მხიარულთა და საზრიანთა გუნდების საუნივერსიტეტო ჩემპიონატი“ 2023 საშემოდგომო სეზონი „რექტორის თასი““
ი) ზემო სვანეთის ორსართულიანი აივნიანი სახლები-ფოტოფიქსაცია და ტოპოლოგიური კვლევა;
კ) ნეძვის აღკვეთილის მონახულება;
ლ) ლიგა თსუ;
მ) რა? სად? როდის?;
ნ) საახალწლო მეჯლისი;
ო) სტუდენტური კონფერენცია ილია ჭავჭავაძე-ცხოვრება და მოღვაწეობა;
პ) ილია;
ჟ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთო საჭადრაკო ჩემპიონატი;
რ) სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის კვლევა საქართველოს რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების და ასაკობრივ ჯგუფში;
ს) შემეცნებითი ტური ბირთვისში;
ტ) ქალთა თავდაცვის ტრენინგი;
უ) ბასკეტ თსუ;
ფ) ქვემო ქართლის კულტურული მემკვიდრეობა;
“ 2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე