Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  რექტორის  ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023) და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 29802/10; 10.10.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+  საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი  კადირ  ჰასის  უნივერსიტეტის   მიერ თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 11 ოქტომბერს.
ა) ნინო ქიმერიძე,  თსუ ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ეკატერინე  ფირცხალავა, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;


3. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
4. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დამტკიცდეს კონკურსის  ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის   წესი (დანართი №1).
6. წინამდებარე ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე