„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის N27434/32, 22.09.2023 და N27727/32. 25.09.2023 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
N |
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა |
ვაკანტური ადგილების რაოდენობა |
1 |
კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა |
22 |
2 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია |
8 |
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე