,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის
„ზოგადი ინგლისური A1 (მოდული A 1.1., მოდული A 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2 (მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B 1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2 (მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2023 წლის 31 იანვრის N21/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 01 თებერვლის N2179/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ზოგადი ინგლისური A1 (მოდული A 1.1., მოდული A 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური A2 (მოდული A 2.1., მოდული A 2.2.)“, „ზოგადი ინგლისური B1 (მოდული B 1.1., მოდული B 1.2.)“, „ზოგადი ინგლისური B2 (მოდული B 2.1., მოდული B 2.2.)“-ს ერთი კურსის ერთი მოდულის მოცულობა განისაზღვროს 54 საათით; კურსის ღირებულება თითოეულ მოდულზე, ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 650 ლარით;ხოლო თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის 550 ლარით;
2. თანხის გადახდა თითოეულ მოდულზე უნდა მოხდეს შემდეგი წესით, კერძოდ: თანხის პირველი ნაწილის გადახდა განხორციელდეს კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, თანხის მეორე ნაწილი დაიფაროს კურსის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ;
3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი 40 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე