,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის ,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემრულებლის 2019 წლის 24 დეკემბრის N22/04 ერთობლივი ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet actions; Programs in VET) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესის“ მე-2 მუხლის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 11 იანვრის N221/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) მანონი ჯოჯუა - უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;’’
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია