საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლის,,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 19 დეკემბრის N267/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის ასისტენტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 16 იანვრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის
დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე