Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N230/01-01 ბრძანებაში:


ა) „1.1.“ პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ბ.დ)  საგამოცდო პერიოდი - 11 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 15 – 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 1 - 10 იანვარი, 23 თებერვალი - 5 მარტი.

ბ)  „1.2.“  პუნქტის  „ე.გ“,  „ე.დ“  და  „ე.ე“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 ოქტომბერი - 31 დეკემბერი; 9-21 იანვარი; 
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15- 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ე.ე) არდადეგები - 23 თებერვალი - 5 მარტი.“

2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია