Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის N38/05 ხელშეკრულებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის 16 დეკემბრის N33312/28 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის    N38/05   ხელშეკრულების   შესაბამისად   გარემოსდაცვითი   დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი „მწვანე სტიპენდიის“ კანდიდატთა შერჩევა უზრუნველყოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    (შემდგომში    -    უნივერსიტეტი)    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა.
2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული კანდიდატები შეირჩეს „მწვანე სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“ 2022 წლის 16 დეკემბრის N38/05 ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების შესაბამისად.
3. უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა შერჩეულ კანდიდატთა  შესახებ  ინფორმაცია  წარუდგინოს  უნივერსიტეტის  სასწავლო  პროცესის
მართვის დეპარტამენტს არაუგვიანეს  2022 წლის 22 დეკემბრის 12:00 საათისა.
4. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა შერჩეული კანდიდატები წარუდგინოს  სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს“ 2022 წლის 16 დეკემბრის N38/05 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია