Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 26 ოქტომბრის N315/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომიიის თავმჯდომარის თემურ ჩილაჩავას 2022 წლის 24 ნოემბრის N21538/10-02 სამსახურებრივი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 24 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის      სამეცნიერო-კვლევით   ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის   შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად: 

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
ბაკურ გულუა -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
ლაშა ბარამიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული პროგრამირების განყოფილება:
ბესიკი დუნდუა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)   - 1   საშტატო ერთეული

მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის ლაბორატორია: 
გიორგი რუხაია - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1  საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება    ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი  ჯაბა სამუშია