„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“, და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N9887/10, 02.05.2022; N9973/10, 03.05.2022; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N10031/28, 03.05.2022; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის N17271/27, 19.07.2022; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N10161/30, 04.05.2022; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N17148/29, 18.07.2022; იურიდიული ფაკულეტეტის დეკანის N11461/31-05, 20.05.2022; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N10563/32, 10.05.2022 და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N6736/26, 24.03.2022; N17535/26, 21.07.2022 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და ამ მიმართულებით საჭირო დამატებითი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით დამტკიცდეს კომისია (შემდგომში - „კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ მახარაძე - უნივერსიტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) შოთა ფოთოლაშვილი - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
დ) ქრისტინა ჩიხლაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ე) მერი კაპანაძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ვ) ნინო შავლიაშვილი - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ზ) ვაჟა ტრაპაიძე - უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი);
თ) ზვიად მურადაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ი) თეონა მატარაძე - უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
კ) ირმა მშვენიერაძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (კომისიის წევრი);
ლ) დარეჯან მურაჩაშვილი - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
მ) თამუნა ლომიძე - უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ნ) ქეთევან ბაქანიძე - უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).
2. კომისიას დაევალოს: შეისწავლოს და გამოკვეთოს უნივერსიტეტის ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საჭირო მიმართულებები.
3. კომისიამ გასატარებელი საჭირო ღონისძიებების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები/მოსაზრებები წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 30 დეკემბრისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია