Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალოს უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერიტეტის რექტორთან ერთობლივად გატარდეს შემდეგი საორგანიზაციო ღონისძიებები:

ა) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ,,სამუშაო ჯგუფი“) უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის:
ა.ა) მშენებლობის მიზნებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით;
ა.ბ) ექსპლუატაციისა და ფუნქციონირების მიზნებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების (დადგენის) მიზნით;

ბ) სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის,  უნიევრსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან;
გ) სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება თავის ფუნქციათა განხორციელების პერიოდში    მოითხოვოს, საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე, დამოუკიდებელი    აუდიტორული   კომპანიის,   ასევე   სათანადო   კომპეტენციისა   და უფლებამოსილების მქონე სპეციალისტის/ექსპერტის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა შესაბამისი კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი         ჯაბა სამუშია