Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის (შემდგომში - ,,უნივერისტეტი“) ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისა და შემდგომი ფუნქციონირების მიზნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალოს უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერიტეტის რექტორთან ერთობლივად გატარდეს შემდეგი საორგანიზაციო ღონისძიებები:

ა) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ,,სამუშაო ჯგუფი“), უნივერსიტეტის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, ახალი საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით;
ბ) სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის,  უნიევრსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან;
გ) სამუშაო ჯგუფს მიენიჭოს უფლებამოსილება თავის ფუნქციათა განხორციელების პერიოდში    მოითხოვოს   შესაბამისი   კომპეტენციისა   და   უფლებამოსილების   მქონე სპეციალისტის/ექსპერტის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევა, სათანადო კვალიფიციური განმარტებებისა და დასკვნების გაცემის მიზნით.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაინტერესებულ პირებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე   ბრძანება   დაინტერესებული   პირის   მიერ   შეიძლება   გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ჯაბა სამუშია