Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და  თსუ   საგარეო ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსის წერილის (23735/10; 22/09/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი  2022/2023 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული     ერაზმუს+       საერთაშორისო      კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი პარიზი-საკლის  უნივერსიტეტის  მიერ თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი    ჩატარდეს   2022   წლის   23   სექტემბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ     რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ)   ნინო   ქიმერიძე,    თსუ    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მერაბ ელიაშვილი,  თსუ   ზუსტ და  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს   კომისიის    მდივნად    თსუ    საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.    ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებ-გვერდზე      განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    დამტკიცდეს   კონკურსის    ჩატარებისა   და   კანდიდატთა    შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე