„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2022 წლის 8 სექტემბრის N15469/28 მიმართვის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრი:
ა) აკადემიური რეგისტრაცია - 26 აგვისტო;
ბ) სალექციო პერიოდი - 29 აგვისტო - 10 დეკემბერი;
გ) საგამოცდო პერიოდი - 12 დეკემბერი - 17 დეკემბერი.
2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრი:
ა) აკადემიური რეგისტრაცია - 10 იანვარი - 13 იანვარი
ბ) სალექციო პერიოდი - 16 იანვარი - 6 მაისი
გ) საგამოცდო პერიოდი - 8 მაისი - 16 მაისი
2022-2023 წლის ზაფხულის სემესტრი:
ა) აკადემიური რეგისტრაცია - 11 მაისი - 14 მაისი;
ბ) სალექციო პერიოდი - 18 მაისი - 15 აგვისტო;
გ) საგამოცდო პერიოდი - 21 აგვისტო - 27 აგვისტო.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე