„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 15 სექტემბრის N22856/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
1.1) 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის
(1 სემესტრი):
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 24 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 3-24 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 24 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 10 ნოემბერი - 10 მარტი, დამატებითი გამოცდები - 11- 18 მარტი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 1-18 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-20 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 20 მარტი – 28 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 4 აპრილი – 28 ივლისი, დამატებითი გამოცდები - 31 ივლისი - 5 აგვისტო;
ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.
1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი- 3 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 3 ოქტომბერი - 24 დეკემბერი, 3 იანვარი - 20 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 17 ოქტომბერი - 20 თებერვალი, დამატებითი გამოცდები - 20-25 თებერვალი;
ა.ე) არდადეგები - 26 დეკემბერი - 2 იანვარი, 25 თებერვალი- 5 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 თებერვალი - 5 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი - 6 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 6 მარტი – 15 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დასკვნითი გამოცდები - 21 მარტი - 15 ივლისი, დამატებითი გამოცდები 17-22 ივლისი;
ბ.ე) არდადეგები - 24 ივლისი - 18 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე