Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი,   მე-2   და   მე-3   პუნქტების,ივანე ჯავახიშვილის სახელობის   ისტორიისა    და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის  პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2022 წლის 19 სექტემბრის N23083/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის   სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ოთარ ჯანელიძე  -  საქართველოს ეროვნული  მუზეუმის   ეთნოლოგიისა და  თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი;

ბ) უჩა ბლუაშვილი - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

გ) გულიკო  კვანტიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის  უფროსი კურატორი,  ისტორიის დოქტორი;
დ) პაატა სურგულაძე  - საქართველოს მეცნიერებათა   ეროვნული აკადემიის  ი. აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

2.  დამტკიცდეს  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ოთარ ჯანელიძე,  საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ უჩა  ბლუაშვილი,  საკონკურსო კომისიის მდივნად გულიკო კვანტიძე, კომისიის წევრად პაატა სურგულაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 20 ოქტომბრისა.
5.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით        გადაეცეს დაინტრესებულ   პირს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ივანე     ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე