Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და    თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის 2021 წ. 18 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.     ივანე  ჯავახიშვილის  თხზულებათა  სრული  აკადემიური  კრებულის მოსამზადებლად    შეიქმნას „ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის სარედაქციო საბჭო“ (შემდეგში - „სარედაქციო საბჭო“) შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე, რექტორი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ზაალ აბაშიძე, სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დავით სართანია, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, სწავლული მდივანი; 
დ) სარედაქციო საბჭოს წევრები:
დ. ა)  როინ  მეტრეველი,  საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ვიცე- პრეზიდენტი;
დ. ბ) მზექალა შანიძე, აკადემიკოსი;
დ.დ) დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ- კორესპოდენტი;
დ.ე) თეონა იაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი;
დ.ვ) ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
დ.ზ)   ვახტანგ   ლიჩელი,   თსუ   არქეოლოგიის   სასწავლო-სამეცნიერო   ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
დ.თ)    მალხაზ    მაცაბერიძე,    თსუ    პოლიტიკის    მეცნიერებათა    დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ.ი) ზაზა სხირტლაძე, თსუ კულტურის ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
დ.კ) თეა შურღაია, თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი;
დ.ლ)   მერაბ   ჩუხუა,   თსუ   კავკასიოლოგიის   სასწავლო-სამეცნიერო   ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი;
დ.მ) ნუგზარ ანთელავა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 
დ. ნ) ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი;
დ.ო) თეიმურაზ გვიმრაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ.პ) გონელი არახამია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერების განყოფილების გამგე;
დ.ჟ) ოთარ ჯანელიძე, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი; 
დ. რ) მაია გურაბანიძე, თსუ მუზეუმის დირექტორი;
დ.ს)  შალვა  გლოველი,  კორნელი  კეკელიძის  სახელობის  საქართველოს  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელი;
დ.ტ)   გიორგი   ჭეიშვილი,   თსუ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   ისტორიისა   და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
დ.უ) ვალერი ვაშაკიძე, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
დ.ფ)   ნანა   მაჭავარიანი,   თსუ   არნოლდ   ჩიქობავას   სახელობის   ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ქ)   ნანა   ბოლაშვილი,   თსუ   ვახუშტი   ბაგრატიონის   გეოგრაფიის   ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ღ)   გიორგი   სანიკიძე,   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გიორგი   წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ყ)  რამაზ  აბესაძე,  თსუ  პაატა  გუგუშვილის  სახელობის  ეკონომიკის  ინსტიტუტის დირექტორი;
დ.შ)   ლაშა   ბრეგვაძე,   თსუ   თინათინ   წერეთლის   სახელმწიფოსა   და   სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
დ.ჩ)  ირმა  რატიანი,  თსუ  შოთა  რუსთაველის  სახელობის  ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი. 
კომისიის მდივანს.
3.დამტკიცდეს სარედაქციო საბჭოს რეგლამენტი (დანართი N1);
4.ივანე  ჯავახიშვილის  თხზულებათა  სრული  აკადემიური  კრებულის მოსამზადებლად თსუ მუზეუმში   შეიქმნას ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის ტექსტოლოგიური კომისია (შემდეგში - „ტექსტოლოგიური კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დავით  სართანია,  თსუ  მუზეუმის  დირექტორის  მოადგილე,  ისტორიის  დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელი;
ბ) გია ჩხიკვიშვილი, ისტორიის დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ)  მაია  ციცვიძე,  თსუ  დოქტორანტი,  ისტორიკოს-კავკასიოლოგი,  ტექსტოლოგიური კომისიის მდივანი;
დ) ტექსტოლოგიური კომისიის წევრები:
დ. ა) მიხეილ ქართველიშვილი, ისტორიის დოქტორი;
დ. ბ) დალი ნიკოლაიშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ პროფესორი; დ. გ)  ავთანდილ უჯმაჯურიძე, ისტორიკოსი;
5.დამტკიცდეს „ტექსტოლოგიური კომისიის სამუშაო ინსტრუქცია“ (დანართი N2);
6.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის ტომეულების რედაქტორთა სამუშაო ინსტრუქცია (დანართი N3);
7.დაევალოს თსუ სტრუქტურულ ერთეულებს (მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, სახელმწიფოსა და სამართლის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები) ხელი შეუწყონ ტექსტოლოგიური კომისიის მუშაობას, რათა ტექსტოლოგიური კომისიის წევრებისათვის ადგილზე სამუშაოდ ხელმისაწვდომი გახადონ მათთან დაცული ხელნაწერი, ფოტო და ნაბეჭდი მასალები, ოპერატიულად მოახდინონ   ან მისცენ ტექსტოლოგიური კომისიის წევრებს საშუალება თავად გააკეთონ საჭირო მასალების დიგიტალიზაცია და ნაბეჭდი ტექსტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა;
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“;
9.ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, თსუ მუზეუმი, თსუ ბიბლიოთეკა, თსუ არქივი, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტები, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი         გიორგი შარვაშიძე