Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2022 წლის 23 აგვისტოს N20737/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს
2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“.
2. განისაზღვროს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ - 10 ვაკანტური ადგილით.
3. განისაზღვროს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 30 აგვისტო - 1 სექტემბერი;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრება - 5 სექტემბერი;
გ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 6 სექტემბერი; 
დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი;
ე) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
ვ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი; 
ი) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება - 19 სექტემბერი;
კ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი; 
ლ) გასაუბრება – 16-17 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 27 სექტემბერი.

4. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე; გ) პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
დ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) რეზიუმე ინგლისურ ენაზე (CV);
თ) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (500-700 სიტყვა).


5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

1. თამაზ ზუბიაშვილი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოც. პროფესორი;
2. ვასილ კაჭარავა - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი;
3. ნინო ლაპიაშვილი - თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. სააპელაციო კომისია:
1. ნათია ლაპიაშვილი - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;
2. კონსტანტინე კორკელია - თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
3. მერაბ აბდალაძე - თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი               ნინო გვენეტაძე