Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ კრებსითი გამოცდების კომისიებისა და საპრეტენზიო კომისიების დამტკიცებისა განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, პროგრამაში არსებული მოთხოვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021–2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ კრებსითი გამოცდების კომისიებისა და საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობა დანართი N 1 ის მიხედვით.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.