,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 18 აპრილის N8825/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 50 346 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 62 046 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 43 422 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 85 274 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 52 887 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 31 910 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 24 115 ლარი;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე