16/12/2020,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანების, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შესარჩევი კომისიის სხდომის 2020 წლის 04 დეკემბრის N1 ოქმის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 08.12.2020წ. N21336/26 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდნენ, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების გამო, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები 7031.25 ლარით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) შემდეგი თანაფარდობით:
ა) ნატო ასათიანი -1406.25 ლარით;
ბ) ანა გველესიანი -1406.25 ლარით;
გ) თამარი გიორგობიანი -1406.25 ლარით;
დ) ვერიკო სადაღაშვილი - 1406.25 ლარით;
ე) ლენა ჯაჯანიძე -1406.25 ლარით
.2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე