„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:
ა) ბ.გ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ“. სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 14 სექტემბერი-26 დეკემბერი (სრულად ელექტრონული მოდელით - 14 სექტემბერი-18 ოქტომბერი)“;
ბ) ბ1.გ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::
„ბ1.გ. სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 21 სექტემბერი-26 დეკემბერი; 9-16 იანვარი (სრულად ელექტრონული მოდელით -21 სექტემბერი-18 ოქტომბერი); “
გ) „გ1 ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1ზ.) სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 21 სექტემბერი-26 დეკემბერი; 9-16 იანვარი (სრულად ელექტრონული მოდელით - 21 სექტემბერი-18 ოქტომბერი); “
დ) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.გ. სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 21 სექტემბერი- 26 დეკემბერი; 9-16 იანვარი (სრულად ელექტრონული მოდელით 21 სექტემბერი-18 ოქტომბერი)“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე