სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 30.07.2020წ. N10494/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი შემდეგი პროექტები:
ა) პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიება (Welcome Party) 2020;
ბ) პირველკურსელთა ექსკურსიები 2020;
გ) ბიზნეს ინგლისური თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის;
დ) საფერავის ღვინიდან მიღებული ფლავონოიდების მოქმედება ვირთაგვის ანტიოქსიდანტურ ფერმენტებზე;
ე) პირველი ელ-კონფერენცია თემაზე „ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა- საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო“;
ვ) ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია;
ზ) განათლების დარგის მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრირება;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ
პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე