სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „გერმანული ენის პრაქტიკული კურსი: A2, B1, B2“-ის ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული                     სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „გერმანული ენის პრაქტიკული კურსი:A2, B1, B2“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2018 წლის 21 დეკემბრის N317/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N25568/10 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 დეკემბრის N26602/10 წერილების  საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
		სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „გერმანული ენის პრაქტიკული კურსი:  A2, B1, B2“  ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 60 საათით;  ერთი კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  360 ლარის ოდენობით;
2.
		სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად (თვეში 120 ლარი); რაც განისაზღვრება სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;    
3.
		სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდისას დადგინდეს შეღავათები თსუ სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის და განისაზღვროს   თვეში  80 ლარით (ერთი კურსის სრული ღირებულება 240 ლარი);
4.
		სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში;
5.
		მასწავლებლის ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
6.
		დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
7.
		დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
8.
		ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
	ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                ნუნუ ოვსიანიკოვა    
					