ივ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა ” , ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაია მენთეშაშვილის წერილის (N11894/10; 12/06/2018) საფუძველზე
ვბრძანებ
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 14 ივნისს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი #203);
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - მანანა რუსიეშვილი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
ბ) კომისიის წევრი - რენატა პიტონაკოვა (ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის პროფესორი);
გ) კომისიის წევრი - ნინო პავლიაშვილი (თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი გიორგი შარვაშიძე