„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №8/2013 დადგენილებით დამტკიცევბული დანართი N1-ის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, საფუძველზე,
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) კინო-ტელე რეჟისორი (IV საფეხური) – 2 ადგილი;
ბ) კინო-ტელე რეჟისორი (V საფეხური) – 2 ადგილი;
გ) ტანსაცმლის დიზაინი (V საფეხური) – 2 ადგილი;
დ) კბილის სატექნიკო საქმე (IV საფეხური) – 3 ადგილი;
ე) მასაჟისტი (III საფეხური) – 2 ადგილი;
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
ვბრძანებ: