Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები 2023 - 2024 აკადემიური წლისათვის

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2023-2024 აკადემიური წლისათვის აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. 

 

რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, არაუგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა.

აპლიკანტს შეუძლია, რუმინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აირჩიოს სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური, გარდა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაკოლოგიის მიმართულებებისა

 

საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე სწავლების ენა მხოლოდ რუმინულია. სადოქტორო საფეხურზე კი – როგორც რუმინული, ასევე სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრულ უცხო ენაზე. აპლიკანტს, რომელიც არ ფლობს რუმინულ ენას სწავლის დაწყებამდე შეუძლია გაიაროს რუმინული ენის 1 წლიანი მოსამზადებელი კურსი. 

 

შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება 2023 წლის 15 ივლისამდე.

 

 

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე, აგრეთვე იხილეთ დანართი.