Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კაიაანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვირტუალური საერთაშორისო ზამთრის სკოლა 2021

კაიაანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს 2021 წლის ვირტუალურ საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობას!

 

!!! სწავლა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისად, მასპინძელ უნივერსიტეტში / ქვეყანაში ფიზიკური მობილობა არ არის გათვალისწინებული.

 

2021 წლის მარტში დაგეგმილი ზამთრის სკოლის ზოგადი თემა იქნება "ჩვენ ვქმნით მომავალს" (“We Shape the Future”), ხოლო კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, ცალკეული სკოლების განხილვის თემა იქნება განსხვავებული, კერძოდ კი, გლობალურ ბიზნესში არსებული გამოწვევები და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (4-5.03.2021) და მედიცინის მიართულებით, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა (evidence-based practice) (2-5.03.2021).

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს