Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გისენის უნივერსიტეტის ვირტუალური საერთაშორისო პროგრამა (VIP) 2023 ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (JLU) პარტნიორი უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შეაძლებლობას, მიიღონ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მშობლიურ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად და საკუთარი ქვეყნიდან გაუსვლელად დაგროვონ უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება.  

 

ეს შეთავაზება მოიცავს გისენის უნივერსიტეტის 10 ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 40-ზე მეტ ონლაინ კურსს, რომელიც სხვადასხვა საგანში, სხვადასხვა ენაზე ჩატარდება. 

გარდა ამისა, სასწავლო სპეციალიზირებულ კურსებთან ერთად, შესაძლებელია გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრებაც. 

 

!! აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა გისენის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის.

 

VIP პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2023 წლის 12 თებერვალი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს, ასევე იხილოთ დანართი 1.