Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზიის ბიზნეს აკადემიის საერთაშორისო კონკურსი WACC 2021 (World Asian Business Case Competition)

გამოცხადდა აზიის ბიზნეს აკადემიის (AAB, Academy of Asian Business) საერთაშორისო კონკურსი WACC 2021 (World Asian Business Case Competition), რომელშიც მონაწილეობის მიღება შეულიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს.

 

ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წელს ტარდება სახელწოდებით “How Asian Brands Soar”.

 

კონკურში მონაწილეობით დაინტერესებულმა კანდიდატებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა) უნდა შეისწავლონ წამყვანი აზიური კომპანიის საქმიანობა და მოამზადონ პრეზენტაცია მისი მსოფლიო წარმატების შესახებ.

 

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე, ხოლო პროექტი 2021 წლის 10 ივნისამდე.

21 ივნისს გამოვლინდება ათი საუკეთესო პროექტი, ხოლო 17 ივლისს (ვირტუალურ ფორმატში) დასახელდება გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები. საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა დაამყაროს კონტაქტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

 

მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე