ცხადდება კონკურსი
თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრების სტუდენტებისათვის
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში,
ლუმიერის ლიონი 2 უნივერსიტეტის მიერ 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შემოთავაზებული
სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგი სასწავლო მიმართულებების სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა:
- შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა;
- ეკონომიკა;
- ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge