ცხადდება კონკურსი ბაბეშ ბოლიაის სახელობის (რუმინეთი) უნივერსიტეში გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული „iCREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“ პროექტის ფარგლებში
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების პერიოდი: 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. პასპორტის ასლი;
2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
4. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია;
5. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
6. დამატებითი მხარდაჭერა ნაკლები შესაძლებლობების მქონე აპლიკანტებისთვის; (არსებობის შემთხვევაში, სკანირებული pdf ვერსია):
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით;
- სოციალურად დაუცველი პირი (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი
- ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით);
- არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობით);
- ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი;
7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით (გაეცანით შესაბამის რეგულაციას) დანართი 1;
8. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
9. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.
10. აპლიკანტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა (გთხოვთ, ჩამოტვირთეთ დანართი 2, შეავსეთ გამოტოვებული ველები, ხელი მოაწერეთ, დაასკანერეთ და ატვირთეთ pdf ვერსია);
გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად 2024 წლის 15 ოქტომბერის 14 საათამდე!
- გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
- რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (15 ოქტომბრის 13:59სთ) გასვლის შემდეგ;
- პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს. სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ. სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
- გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები
ფიზიკური მობილობის განხორციელება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი
- თსუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;