ცხადდება კონკურსი თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია) გინეკოლოგიის მიმართულებით მოკლევადიანი კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლისთვისაც 2023/2024 აკადემიური წელი არ არის დამამთავრებელი და რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „რეპროდუქტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგიის ბლოკი" (11 კრედიტი).
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-4 კვირა
სტაჟირების პერიოდი: 2024 წლის აგვისტო
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს საცხოვრებელს შერჩეული სტუდენტებისთვის, ხოლო მგზავრობის ხარჯს უზრუნველყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. მობილობასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს მობილობის სუბიექტის მიერ.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.