ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩანქირის ქარათექინის უნივერსიტეტი (თურქეთი)!
!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და თურქეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერებები, ისტორია
- დოქტორანტურის საფეხურის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: ეკონომიკა, ისტორია
მობილობის პერიოდი: 2024 წლის გაზაფხულის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.