ცხადდება კონკურსი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალისთვის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მობილობის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ესპანეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის პერსონალს, რომელთა საქმიანობა მოიცავს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის მართვას.
მობილობის პერიოდი: 2022-2023 აკადემიური წელი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.