უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენების ინსტიტუციურ ტესტირებაზე.
ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.
გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე უცხო ენების ინსტიტუციურ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 28 დეკემბრიდან 2023 წლის 13 იანვრის 16 საათის ჩათვლით. იხილეთ მეტი
თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო მობილობის და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ:
- თსუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება და ცვლილება ბრძანებაში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ.
- ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.