Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება წინასწარი შერჩევა პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სრულ სამაგისტრო (2-წლიანი) და სადოქტორო (4-წლიანი) პროგრამებზე სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე მიმღებ უცხოელის ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.

 

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამების (ინგლისურენოვანი) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე, ან/და დანართში.  

 

მობილობის პერიოდი: 2023-24 სასწავლო წლიდან პროგრამის სრული ხანგრძლივობით

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა:

  1. სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებისას აპლიკანტი უნდა იყოს 35 წლამდე და ფლობდეს ბაკალავრიატის საფეხურის წარჩინებით (კუმულატიური GPA არანაკლებ 3.5) დასრულების დამადასტურებელ დიპლომს ან/და მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  2. სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებისას აპლიკანტი უნდა იყოს 40 წლამდე ასაკის  და ფლობდეს მაგისტარტურის წარჩინებით (კუმულატიური GPA არანაკლებ 3.5) დამთავრების დამადასტურებელ დიპლომს ან/და მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს

 

ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ქონა TOEFL (მინიმალური ქულა 85) ან IELTS (საშუალო ქულა 6.0).

ბ) თსუ-ს მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2022 წლის 7 მარტისა და 2022 წლის 5 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);

ან

აპლიკანტს უნდა ქონდეს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო ან სტაჟირების გამოცდილება MBA პროგრამაზე სასწავლებლად

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტი);
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული PDF  ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე; 
  3. ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF  ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. მაგისტრის დიპლომის pdf ვერსია (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  9. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირობები იხილეთ ზემოთ). აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა;
  10. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას; 
  11. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილში უნდა იყოს მითითებული რომელ პროგრამაზე აპირებ აპლიკანტი სწავლას (PDF ვერსია));
  12. სასწავლო და საკვლევი გეგმის მონახაზი ინგლისურ ენაზე (PDF ვერსია).

 

 

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 21 დეკემბრის 14 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადს;
  2. სამედიცინო დაზღვევას;
  3. სტუდენტური საცხოვრებლით უზუნველყოფას;
  4. ყოველთვიურ სტიპენდიას (3,000 ჩინური იუანის ოდენობით მაგისტრანტებისათვის, 3,500 ჩინური იუანის ოდენობით დოქტორანტებისათვის). 

!!! კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო გადაადგილებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულმა ყველა სტუდენტმა (მობილობის განხორციელებამდე) უნდა გაიაროს სავალდებულო სასერთიფიკატო კურსი „ინტერკულტურული კომპეტენციები.  

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (21 დეკემბრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გამოგზავნილი განაცხადის სრულად ან ნაწილობრივად შეცვლა არ არის შესაძლებელი;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge