Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-06-05
Beginning HR
Address
5 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონის“ პრეზენტაციას.

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

გამოცემაში წარმოდგენილია 940-მდე საენციკლოპედიო სტატია - საქართველოს დემოკრატიული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრების, დიპლომატიური წარმომადგენლების, სამხედრო პირების, საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი პოლიტიკოსების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, რესპუბლიკის კანონების, რეფორმების, მოვლენების შესახებ.

ენციკლოპედია-ლექსიკონის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის თანამშრომლები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები, უნივერსიტეტის გარეთ მომუშავე მკვლევრები. გამოცემაზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
Related events