Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„ეროვნული საკითხის დისკურსი პოსტ-საბჭოთა საქართველოში საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური გამოსვლების მაგალითზე“

დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა და მი­მარ­თვა­ში არ არ­ის ერ­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი და ის უფ­რო ეთ­ნი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბის გარ­კვე­ულ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს!

 

მეც­ნი­ერ­ულ­ად არ დას­ტურ­დე­ბა, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ეპ­ოქა მკაც­რი ეთ­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა!

 

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მუ­დამ ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტიზ­მის ტრა­დი­ცი­ებს და ეთ­ნი­კურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას!

 

მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კა გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­კურ­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა შედ­გო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის.

 

მსგავ­სი ტენ­დეც­ნი­ები შე­ინ­იშ­ნე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობ­აშ­იც. ორ­ივე მათ­გა­ნი ყვე­ლა მათ გა­მოს­ვლა­სა და ინ­ტერ­ვი­უში ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნას­წორ სა­მო­ქა­ლა­ქო როლს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში.

 

ესაა ის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იკ­ითხე­ბა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბის სა­ლო­მე დუნ­დუ­ას, თა­მარ ქა­რაიას და ზვი­ად აბ­აშ­იძ­ის ნაშ­რომ­ში: „ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის დის­კურ­სი პოსტ-საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური გა­მოს­ვლე­ბის მა­გა­ლით­ზე“.

 

ნაშ­რო­მი და­იწ­ერა თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფა­კულ­ტე­ტო გრან­ტის სა­ფუძ­ველ­ზე. კვლე­ვის შე­დე­გებ­სა და ნაშ­რო­მის სა­მეც­ნი­ერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გვსა­უბ­რე­ბა თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მცნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ზვი­ად აბ­აშ­იძე:

 

– ნაშ­რო­მის მი­ზა­ნია წარ­მო­სა­ხოს ერ­ისა და ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ. კვლე­ვის ობი­ექ­ტად შე­ირ­ჩა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური გა­მოს­ვლე­ბი, ინ­ტერ­ვიუები და სიტყვე­ბი, სა­დაც კი ის­ინი მო­ცე­მულ სა­კითხს ეხ­ები­ან. ჩვე­ნი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფ­იცი­ალ­ური სიტყვე­ბი და ზე­პი­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე უფ­რო ნათ­ლად ას­ახ­ავს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ამ თვალ­საზ­რი­სით.

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბის ეპ­ოქა მკაც­რი ეთ­ნო­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად შე­უწყო ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­ნი­კურ გა­უცხო­ებ­ას და ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას. ხში­რად მას მი­აწ­ერ­ენ დე­ვიზს: „სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­თვის“, თუმ­ცა, გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­საზ­რე­ბა მცდა­რია და არ ეყ­რდნო­ბა რა­იმე ფაქ­ტობ­რივ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას. გამ­სა­ხურ­დი­ას არც ერთ ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა თუ ინ­ტერ­ვი­უში სა­ქარ­თვე­ლო არ არ­ის მოხ­სე­ნი­ებ­ული ექ­სკლუ­ზი­ურ­ად ეთ­ნი­კურ ქარ­თველ­თა სამ­შობ­ლოდ, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვან როლს უნ­და თა­მა­შობ­დნენ. გამ­სა­ხურ­დი­ას პე­რი­ოდი – ეს პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბის მხო­ლოდ საწყი­სი იყო, რო­მელ­საც უნ­და და­ეძ­ლია საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა. სსრკ-ს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მემ­კვიდ­რე­ობა კი „ერ­ის“ მკაც­რად ეთ­ნი­კუ­რი გა­გე­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც „ერ­ოვ­ნე­ბას“ და „მო­ქა­ლა­ქე­ობ­ას“ მკვეთ­რად მიჯ­ნავ­და ერ­თმა­ნე­თის­გან. გამ­სა­ხურ­დი­ას დროს იწყე­ბა ამ ფე­ნო­მე­ნის ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრო­ცე­სი. ეს იქ­ედ­ან ჩანს, რომ ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ეთ­ნი­კუ­რი არ­აქ­არ­თვე­ლე­ბიც მი­იღ­ებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ობ­ას, რაც მა­შინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი დეკ­ლა­რა­ცი­ით დას­ტურ­დე­ბა. პრო­ცე­სი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ალ­ებ­ამ შე­აჩ­ერა.

 

შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბას მო­უხ­და ახ­ალი ძა­ლით და­ეწყო სსრკ-დან გად­მო­ყო­ლი­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კითხის ტრან­სფორ­მი­რე­ბა, რაც პას­პორ­ტე­ბი­დან „ერ­ოვ­ნუ­ლი“ გრა­ფის ამ­ოღ­ებ­ით და მხო­ლოდ „მო­ქა­ლა­ქე­ობ­ის“ და­ტო­ვე­ბით დას­რულ­და. რა­იმე სხვა ხელ­შე­სა­ხე­ბი პო­ლი­ტი­კა მის დროს არ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, თუმ­ცა ფორ­მა­ლურ დო­ნე­ზე არც მა­თი შე­მა­ვიწ­რო­ვე­ბე­ლი რა­იმე დის­კურ­სი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, იგი მუ­დამ ხაზს უს­ვამ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტიზ­მის ტრა­დი­ცი­ებს და ეთ­ნი­კურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას.

 

მი­ხე­ილ სა­აკ­აშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კა გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო დის­კურ­სის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა შედ­გო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბით და­ინ­ერ­გა (მაგ. 1+4 უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის სის­ტე­მა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის), თუმ­ცა პრობ­ლე­მა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­და­უჭ­რე­ლი დარ­ჩა. სა­აკ­აშ­ვი­ლი­სე­ული დის­კურ­სიც ერ­თგვა­რი ნა­ზა­ვია ერ­ის სა­მო­ქა­ლა­ქო და ეთ­ნი­კუ­რი გა­გე­ბე­ბი­სა (მაგ: ერ­თი მხრივ, ფი­ცი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­თან, ახ­ალი სა­ხელ­მწი­ფო, ქრის­ტი­ან­ული სიმ­ბო­ლი­კით დატ­ვირ­თუ­ლი დრო­შის და გერ­ბის მი­ღე­ბა და, მე­ორე მხრივ, ტო­ლე­რან­ტო­ბის და უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის მი­ღე­ბა და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი).

 

მსგავ­სი ტენ­დეც­ნი­ები შე­ინ­იშ­ნე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ობ­აშ­იც. ორ­ივე მათ­გა­ნი ყვე­ლა მათ გა­მოს­ვლა­სა და ინ­ტერ­ვი­უში ხაზს უს­ვა­მენ რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თა­ნას­წორ სა­მო­ქა­ლა­ქო როლს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში, აქ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის როლ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში. თუმ­ცა, უნ­და ით­ქვას, რომ, მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო­დან სა­პარ­ლა­მენ­ტო­ზე გა­დას­ვლის გა­მო, ბო­ლო ორი პრე­ზი­დენ­ტის გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მე­ტად შე­სუს­ტე­ბუ­ლია და მა­თი ფორ­მა­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბი და დის­კურ­სი შე­და­რე­ბით მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი გახ­და, მა­თი ად­გი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა და­იკ­ავ­ეს.

 

კვლე­ვის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ერ­თი პრე­ზი­დენ­ტის ოფ­იცი­ალ­ურ გა­მოს­ვლა­სა და მი­მარ­თვა­ში არ არ­ის ერ­ის გა­გე­ბა მხო­ლოდ ერ­თი კუთხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ის უფ­რო ეთ­ნი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­გე­ბის გარ­კვე­ულ ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს და ვი­თა­რე­ბის­და მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს, ერ­თი მხრივ, გარ­კვე­ული ხარ­კია მო­სახ­ლე­ობ­აში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერ­ის ეთ­ნო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სად­მი და, მე­ორე მხრივ, მცდე­ლო­ბა – ერი უფ­რო სა­მო­ქა­ლა­ქო ერ­თო­ბის გა­გე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა­თა და­შორ­დეს საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ას და ხე­ლი შე­ეწყოს და­სავ­ლუ­რი ტი­პის ერი-სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

სრულად

ბრძანების N:

თსუ პროექტ LOTUS-ის მონაწილეა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის მიერ დაფინანსებული პროექტის - LOTUS (Leadership and Organisation for Teaching and Learning at European Universities) მონაწილე გახდა. პროექტი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კოორდინირებით მიმდინარეობს და პირველი შეხვედრა პროექტის მონაწილე ინსტიტუციებთან 4 და 5 ოქტომბერს, დისტანციურ ფორმატში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა 81 წარმომადგენელი ევროპის 26-ზე მეტი უნივერსიტეტიდან, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციიდან, ასევე ევროპის სტუდენტთა კავშირიდან.

 

პროექტში მონაწილე ევროპის უნივერსიტეტების შერჩევა ღია კონკურსის წესით, მათი განაცხადების საფუძველზე მოხდა. პროექტის მიზანია გააძლიეროს უნივერსიტეტების შესაძლებლობები, რათა განავითაროს და დანერგოს სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტები იმუშავებენ სწავლა-სწავლების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა: სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია, პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების დანერგვა და სხვა. 9 თვის მანძილზე, თითოეული შერჩეული უნივერსიტეტი იმუშავებს სწავლა-სწავლების განვითარების იმპლემენტაციის გეგმაზე, მათი პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესაბამისად.

სრულად

ბრძანების N:

მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

2021 წლის 22-24 სექტემბერს, თსუ  შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით, მასპიძლობს მორიგ, მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,  თემაზე:

ლიტერატურა და პანდემია

ისტორიული და თემატური გამოცდილება

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • თანამედროვე მსოფლიო მწერლობა პანდემიის პირობებში (პროზა, პოეზია, დოკუმენტური პროზა და სხვ.);
  • ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს;
  • მსოფლიო მწერლობა და ხელოვნება პანდემიის პირობებში;
  • პანდემია - ტექსტის თემა;
  • „კარანტინი“ და „იზოლაცია“ ლიტერატურაში;
  • კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება  ლიტერატურულ პროცესში;
  • პანდემიიის თემა ფოლკლორსა და მითოლოგიაში;
  • პანდემიის, როგორც მოულოდნელი განსაცდელის გავლენა მსოფლიო და ქართულ კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე;
  • ლიტერატურის სწავლების მეთოდების ცვლილება (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) პანდემიის პირობებში.

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 80--ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 11 ქვეყანა), მათ შორის: იაპონია, საფრანგეთი, უნგრეთი,  ლიეტუვა, უკრაინა, სლოვენია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო,  ყაზახეთი და სხვ.; აგრეთვე,  საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, თბილისიდან და რეგიონებიდან.

მსოფლიო კორონა პანდემიიდან გამომდინარე,  სიმპოზიუმი იმუშავებს ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმაზე.

სიმპოზიუმის გახსნა დაგეგმილია 2021 წლის 22 სექტემბერს, 11 საათზე.

სიმპოზიუმის პროგრამა განთავსებულია საიტზე:  http://conference.litinstituti.ge/ka/ 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პლენარული სხდომებისა და სექციების მუშაობის შესახებ, შესაბამისი ლინკების მითითებით.

სრულად

ბრძანების N:

საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია

დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს მიეძღვნა წმ. გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, მკვლევრები და მეცნიერები 16 ქვეყნიდან დაესწრნენ.

წმინდა გრიგოლ ფერაძის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. ვარშავის უნივერსიტეტში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელთან დაკავშირებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო ფორუმი, ტრადიციულად, ორ წელიწადში ერთხელ,  წმინდანის გარდაცვალების დღეს იმართება.

„დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია მასშტაბური იყო ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის იმით,რომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ ორგანიზატორები, მათ შორის ვარშავის, მაიამის, საპიენცის უნივერსიტეტები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა მკვლევრებიც იყვნენ ჩართულნი. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ჩართულობა მაღალი იყო და მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებული ორდღიანი მუშაობა ვუსურვო,“- განაცხადა თსუ რექტორმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში ქართველ მეცნიერებათან ერთად, უცხოელი მკვლევრებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც გათვალისწინებულია ახალი პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში და მხარდაჭერილი იქნება დღევანდელი კონფერენციით.

„დიდგორის ბრძოლა მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიის გადააზრების თვალსაზრისით და დღევანდელი თვითმყოფადობის,  თითოეული ჩვენი მოქალაქის პერსონალურ დონეზე თვითშეფასების ამაღლებისთვისა და კიდევ ერთხელ შესახსენებლად, თუ საიდან მოვდივართ, სად არის ჩვენი ფესვები“,- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

„900 წლის შემდეგ ქართველი ერი აღნიშნავს დიდგორის გამარჯვებას. ქართველმა ისტორიკოსებმა და საზოგადოებამ ამ სამეცნიერო კონფერენციის სახით აღნიშნა ეს გამარჯვება და ამ ორი დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო მოხსენება იქნება  წარმოდგენილი,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის დირქტორის, გიორგი ჭეიშვილის თქმით, ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში, გარდა მოხსენებებისა, გაიმართება დისკუსიებიც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კონფერენციისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს დაღესტანელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა.

„ბოლო წლებში ბევრი მეცნიერი ცდილობს დაარწმუნოს ჩვენი ჩრდილო კავკასიელი ძმები,რომ ჩრდილო კავკასიასა და საქართველოს შორის კავშირი იყო ეპიზოდური და სუსტი. თუმცა, ჩვენი დაღესტნელი კოლეგების მოხსენებები სხვა რეალობას წარმოაჩენს. მათი მოხსენებები ეხება ქრისტიანობის გავრცელებას და ქართული ანბანის ნიადაგზე დაღესტნული დამწერლობის შექმნის თემატიკას. დიდგორის ბრძოლისა და დავითის ეპოქის შესახებ ბევრია დაწერილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის საჭირო,რომ ეს ყველაფერი გააზრებული იყოს გლობალურ - ისტორიულ ჭრილში, ჩვენი კონფერენციაც აქეთკენ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯია,“- აღნიშნა გიორგი ჭეიშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ  საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტების, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მაიამის უნივერსიტეტის (აშშ), ტოკიოს მეტროპოლიის უნივერსიტეტის (იაპონია), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი), დაღესტანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი), ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია), ლილისა და გრანადის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) და სხვა წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

კონფერენცია თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის, რომის საპიენცას უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ევროპული აკადემიისა და წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოების ორგანიზებით ტარდება.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 20­21-2022­ ­სას­წავ­ლო­ წლის შემოდგომის სემესტრში, დოქტორანტურაში დარგობრივი მისაღები კომისიების შემა­დგენ­ლობა,  გასაუბრების თარიღი, გასაუბრების დაწყების დრო (გასაუბრება ჩატარდება zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე; zoom-ის რეკვიზიტები და  გასაუბრების საათი კანდიდატებს გაეგზავნებათ ელექტრონულ მისამართზე).

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დარგობრივი კომისიის წევრები/გასაუბრება /

გასაუბრების თარიღი, საათი       (zoom-ის რეკვიზიტებს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე)
1

გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

  1. ასოც.პროფ. ა. ქიტიაშვილი
  2.  ასოც.პროფ. ე. ფირცხალავა
  3. ასოც.პროფ. მ. დესპოტაშვილი
  4. ნ. ფარსადანიშვილი - მოწვეული ლექტორი

16. 09. 2021;

11.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

2 განათლების ფსიქოლოგია
  1. პროფესორი  მ. წერეთელი
  2. ასოც.პროფ.  ი. აფთარაშვილი
  3. ასისტ.პროფ. ს. თევდორაძე

20. 09. 2021;

17.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

3 პოზიტიური ფსიქოლოგია -ემპირიული კვლევები
  1. ასოც.პროფ. ხ. მარწყვიშვილი
  2. ასოც. პროფ. მ. მესტვირიშვილი
  3. ასოც. პროფ. ლ. ხეჩუაშვილი
  4. ასისტ.პროფ. მ. ფანჯიკიძე
  5. ასისტ.პროფ. ქ. მოსაშვილი

17.09. 2021;

11.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

4 განათლების მეცნიერებები (ერთობლივი პროგრამა)

სადოქტორო პროგრამის მმართვე­­­ლი­ საბჭოს წევრები:

თსუ - პროფ. ქეთევან ჭკუასე­ლი,­­ ასოც. პროფ. ზაქარია ქიტია­შვი­ლი, ასოც. პროფ. ივანე მინდაძე;

აწსუ - პროფ. იმერი ბასილაძე, ასოც.პროფ. ვლადიმერ ადეი­შვი­ლი;­

ბსუ - პროფ. ლელა თავდგირიძე; ასოც. პროფ. ლელა თურმანიძე;

თესაუ - პროფ. ნინო მოდებაძე, პროფ. ნინო ნახუცრიშვილი;

16.09. 2021;

11.00 სთ

(zoom-ის ინტერნეტ პლატფორმაზე)

 

სრულად

ბრძანების N:

როსტომ

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1938 წელს.

1942 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ჰისტოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

როსტომ ელანიძე ძირითადი პროფესიის გარდა წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. მისი პირველი ლექსი 1927 წელს დაიბეჭდა. მოთხრობების პირველი წიგნი - "წყაროს დაბადება" გამოქვეყნდა 1949 წელს. სხვადასხვა წლებში გამოცემული აქვს წიგნები "თეთრი მთები", "სიცოცხლის დაბრუნება", "თეთრი მერცხალი" და სხვ.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1909

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 15 ივლისის №13128/27 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. თსუ-ს რექტორის 2021 წლის 12 ივლისის №110/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 59/2021

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის      ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი      სამედიცინო
/მაგისტრატურის/დოქტორანტურის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7).

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 510/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის    (პროფესორი,    ასოცირებული    პროფესორი,    ასისტენტ    პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ივლისის N20/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის  თამარ  დოლბაიას  2021  წლის  15  ივლისის  N 13166/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ     და     პოლიტიკურ     მეცნიერებათა     ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 30 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 აგვისტოდან 2021 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება (სოციალური მუშაობა) ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5.    ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ)კონკურსანტის    ანკეტა,    შევსებული    დადგენილი    ფორმის    მიხედვით    (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 31 აგვისტოდან 2021 წლის
6 სექტემბრის ჩათვლით. 11.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 127/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის 26 ივლისის №14107/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).


2. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის №100/2020 დადგენილება.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 64/2021

დოდო

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1974 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი მუსიკისმცოდნის სპეციალობით.

მუშაობდა კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; დამუშავებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის პირადი არქივი და იყო მისი სახელობის კაბინეტის გამგე; კითხულობდა საქართველოს ისტორიის ლექციების კურსს ახალციხის უნივერსიტეტში, ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს სოფელ დიღმის სამუსიკო სკოლაში; დ. ლომიძის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიის პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებს. საბჭოთა პერიოდში საქმიანი მიმოწერა ჰქონდა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ვახტანგ ჯობაძესთან. მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალები, რომლებიც უცხოეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელოვნების ნიმუშებსა და ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ასახავს, ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. დ. ლომიძის მონოგრაფია "ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1940

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 5 ნოემბრის №109/2012 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, რექტორის 2009 წლის 28 ივლისის №84/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

I.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს რევაზ გაჩეჩილაძე.

II1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მენიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სრულ პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 01.11.2012, №148/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლამდე. (5.11.2012, №109/2012)


III.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 316

საერთაშორისო კონფერენცია „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 23-24 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში

 

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2021

ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილეთ დანართი 1, დანართი 2.

 

სრულად

ბრძანების N:

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია

საქართველოს 30-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორებმა და წარმომადგენლებმა   რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეოთხე სხდომაში  მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები განიხილავენ საკითხებს უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრსა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. აგრეთვე,  მიიღებენ გადაწყვეტილებას რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ძალიან კარგი ფორმატია იმ საკითხების განსახილველად, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროშია. უამრავი საკითხის განხილვა დგას დღის წესრიგში, მათ შორის უნივერსიტეტების სტატუსის განსაზღვრა, კანონში ცვლილებები, რომლის ინიცირებასაც ჩვენ ვაპირებთ, სტუდენტთა სტატუსი და სხვა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მორიგ სხდომაზე განათლების სისტემაში დაგროვილ ბევრ პრობლემას განვიხილავთ.  ამ პრობლემებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა გვექნება პარლამენტთან და განათლების სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია European University association-თან ჩვენი ურთიერთობაც. რაც მეტი ქართული უნივერსიტეტი ვიქნებით ამ ასოციაციის წევრი, მით მეტად იქნება ქართული სახელმწიფო წინ წაწეული ევროპაში,“- აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე,  განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

„რექტორთა მუდმივი კონფერენცია უკვე ორი წელია რაც მუშაობს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა, უნივერსიტეტების ავტონომია, სამართლებრივი სტატუსი და აკადემიური თავისუფლება. ამ საკითხის გარშემო იქნება მსჯელობა, პროექტის სახით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს,“- განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

ბათუმში შეკრებილმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.  

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10;   29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 ივნისის №17/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2021 წლის 30 ივნისის N 101/01-01 ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თამარ  გაგოშიძის  2021 წლის 28 ივნისის N11620/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის  ასისტენტ  პროფესორად  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 6 ივლისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა   განისაზღვროს 2021 წლის 9 აგვისტოდან   2021 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20  სექტემბრისა;
4.კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა დეპარტამენტი
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);

5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: 
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის  მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2021 წლის 9 აგვისტოდან  2021 წლის 13 აგვისტოს      ჩათვლით     11     საათიდან     16    საათამდე,     ფსიქოლოგიისა     და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის    საკონკურსო    დოკუმენტაციის    მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ მე - 3 კორპუსი, ოთახი N108;
8. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
10.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 107/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის  მოადგილის ბაკურ გულუას  2021 წლის 30 ივნისის  N8644/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ა) ვასილ გერსამია -  ადმინისტრატორი - ინსტიტუტში არსებულ მატერიალურ რესურსებზე  პასუხისმგებელი პირი.“.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე    გიორგი შამათავა
 

სრულად

ბრძანების N: 114/02-01

ერაზმუს+ ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის შეხვედრა

5-7 ივლისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის SQUARE –Strenthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities (მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში) შეხვედრა გაიმართა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებით წარიმართა. პროექტის შეხვედრა გახსნეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.

შეხვედრა სამი დღე გაგრძელდა. პირველი ორი დღე დაეთმო ტრენინგს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატით გაიმართა, ხოლო მესამე დღე მიეძღვნა პროექტის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტრენინგს უძღვებიან პროექტის უცხოელი პარტნიორები - საფრანგეთის უნივერსიტეტის, CNAM პროფესორები და ფინეთის, ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები. უცხოელი პარტნიორების ნაწილი შეხვედრას ესწრება ფიზიკურად, ხოლო ფინეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლები შეხვედრას ონლაინ შეურთდნენ.

პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააუმჯობესოს მესამე მისიის აქტივობების ხარისხი და შესაბამისობა, შეიმუშავოს უნივერსიტეტებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი მესამე მისიის აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისთვის.

სრულად

ბრძანების N:

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (11628/10; 28.06.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დოქტორანტურის      საფეხურის      სტუდენტებისათვის      და სამეცნიერო    ხარისხის     მქონდე     თსუ-ის     პერსონალისთვის     გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 29 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)შტეფან ვატერშტრადტი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თეიმურაზ    პაპასქირი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ირაკლი ბურდული, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

ე)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 99/01-01

ზვიად

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000 წელს სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში; 2001-2002 წლებში დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია", დაიცვა 2002 წელს. 

2002-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი. 2005–2010 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე და კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი; 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2017-2018 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ხოლო 2018 წლიდან სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2002-2009 წლებში იყო  "თიბისი ბანკი"-ის იურისტი; 2007-2013 წლებში სხვადასხვა საინვესტიცო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მჩეველი. 2004–2018 წლებში საერთაშორისო იურიდიული ფირმა "გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს"-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ფაინ ლაიფ თბილისი"-სა და საინვესტიციო კომპანია "ჯიელეს ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი;

2005 წელს იყო მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი; 2007-2017 წლებში მიღებული აქვს დაად-ის სტიპენდიები-სამეცნიერო კვლევებისათვის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიული ფაკულტეტზე; არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია:

საბანკო სამართალი: Bankreicht, თბილისი, იურისტების სამყარო, 2015.

სრულად

ბრძანების N: 1976