Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომელის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2021 წლის 17 მარტის N4555/10 წერილის (თან ერთვის ისტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N2 15.03.2021) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე  ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის    და    მეცნიერი    თანამშრომლის    თანამდებობებზე    შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბეჟან თუთბერიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის პროფესორი.
ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ     ბეჟან თუთბერიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017    წლის    31    მაისის    N63/2017    დადგენილებით    დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.   დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 20 აპრილისა.
5.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 30/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომელის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2021 წლის 17 მარტის N4555/10 წერილის (თან ერთვის ისტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N2 15.03.2021) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე  ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის    და    მეცნიერი    თანამშრომლის    თანამდებობებზე    შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ბეჟან თუთბერიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის პროფესორი.
ბ) კარლო აქიმიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გელოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ     ბეჟან თუთბერიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კარლო აქიმიძე, მდივნად მარიამ ახალკაციშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017    წლის    31    მაისის    N63/2017    დადგენილებით    დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს    საკონკურსო    კომისიას    დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 20 აპრილისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 30/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის    და მეცნიერი თანამშრომლების  თანამდებობებზე  გამოცხადებული კონკურსის  შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა,   მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 9 მარტის 06/04 ერთობლივი ბრძანების   და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 16 მარტის N4394/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის  10 მარტის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის,    უფროსი    მეცნიერი    თანამშრომლის    და    მეცნიერი    თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)    და განისაზღვრონ არჩეულად:

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:

1.ნანა ქოიავა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (ფუნდამენტური კვლევების მიმართულება).

2.ლევან ბერიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

ლევან  ჯაფარიძის  სახელობის  დენის  ქიმიური  წყაროებისა  და საელექტროდო  მასალების ლაბორატორია:

1.მარინე სოსელია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:

1.ნინო გიორგაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:

1.ლალი ტაბატაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული.

ფიზიკურ - ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

1.ნათელა ძებისაშვილი -  მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.

3. წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს      (საფინანსო      დეპარტამენტი,      პერსონალის      მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 28/01-01                    

სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

17/03/2021,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის- ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მ. კაკაბაძის 2021 წლის 16 მარტის N4455/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის  6 მარტის  სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლიანა გოგიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ბ) მაია მჭედლიშვილ - მედიცინის დოქტორი;
გ) ციური სუმბაძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
დ) ზურაბ ჩხაიძე - მედიცინის დოქტორი;
ე) ნანა ბაკურაძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ლიანა გოგიაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - მაია მჭედლიშვილი,   საკონკურსო კომისიის მდივნად - ციური სუმბაძე, კომისიის წევრებად -  ზურაბ ჩხაიძე და ნანა ბაკურაძე.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2021 წლის 30 აპრილისა.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 29/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და   63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის     „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2021 წლის 15 მარტის N4248/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება   „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016   წლის     23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  ელენე  გელაშვილი  -  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;’’

2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 7/04

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (4429/10; 16.03.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის       მიერ    დაფინანსებული    ერაზმუს+    საერთაშორისო    კრედიტ- მობილობის    პროგრამის      ფარგლებში      პარტნიორი      კლერმონ      ოვერნის უნივერსიტეტის    მიერ         თბილისის         სახელმწიფო         უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 17 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ზურაბ აბრამიშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თეიმურაზ გოგსაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;
გ)ქრისტინე  ჩიხლაძე,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
დ)ია ნაცვლიშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)მანანა     რუსიეშვილი,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.

4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 26/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაიწყოს  ადმინისტრაციული  წარმოება  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით   წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.  წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 12 აპრილისა.
4.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.  ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა.დაევალოს კანცელარიას.
6.  ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე. 
7.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 148/01-04    

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2021 წლის 26 თებერვლის N86/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2021 წლის 26 თებერვლის N86/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართებში და აღნიშნული დანართები ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართების შესაბამისად.
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  ბრძანების   დაინტერესებულ   პირებისათვის   გადაცემა   დაევალოს   უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 142/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების    შესახებ“    საქართველოს    კანონის    მე-2    მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის,    22-ე    მუხლის    პირველი    პუნქტის,    საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56- ე მუხლის მე- 2 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-7 პუნქტის და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის  მორფოლოგიის  ინსტიტუტის  დირექტორის  2021  წლის  19 თებერვლის N2443/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ ჯორბენაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ბ) მიხეილ ჯანგავაძე - მედიცინის დოქტორი;
გ) ლიანა გოგიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
დ) ნოდარ ხოდელი - მედიცინის დოქტორი;
ე) მანანა კაკაბაძე - მედიცინის დოქტორი.

3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის  პრემიის  მინიჭების  მიზნით  გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო განათლების მქონე პირს, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ექსპერიმენტული და/ან კლინიკური მორფოლოგიის რომელიმე დარგში (აღწერილობითი, კლინიკური და ექსპერიმენტული ანატომია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, პათოლოგიური ანატომია).
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ    მეცნიერებათა    დარგში    აკადემიკოს    ნინო    ჯავახიშვილის სახელობის      პრემიის      მინიჭების      მიზნით      გამოცხადებულ      კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის     წარმოდგენა       განხორციელდეს მორფოლოგიის         ინსტიტუტის   სამეცნიერო   საბჭოში   ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის           კანცელარიაში    მათი რეგისტრაციის   გზით   2021   წლის   25 თებერვლიდან - 24 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ აღარ მიიღება.
5. პრემიის   მისაღებად   გამოცხადებულ   კონკურსში   მონაწილეობის   მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიის (სტატიების) ქსეროასლი   –    ჟურნალის      სატიტულო      გვერდის,      გამომცემლობისა      და ქვეყნის ჩვენებით ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს);
ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თეზისის ქსეროასლი – ჟურნალის (ან კრებულის) სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს);
გ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონოგრაფიის და/ან მონოგრაფიის თავის ქსეროასლი – სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს). 

6. პრეტენდენტი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ავსებს, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც ხელმოწერილს აბარებს საკონკურსო ნაშრომებთან  ერთად,  რომელსაც  ხელმოწერილს  აბარებს  საკონკურსო ნაშრომებთან ერთად.
7. დაევალოს კომისიას აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს  მოქმედი კანონმდებლობითა  და აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს  ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესით.
8. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
9. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 27/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 11 მარტის N4052/10 წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 11 მარტის N4052/10 წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებზე თანდართული სახით (დანართი N1).
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
 


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 24/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტირისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 24 თებერვლის MES 1 21 0000159323 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის:


ა) „გ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები  - 1 მარტი – 14 მარტი  (სრულად დისტანციურად, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი უფლებამოსილნი არიან საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტები წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით), 15 მარტი - 12 ივნისი (სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები წარიმართება დისტანციურ ფორმატში, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით. ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით).
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15- 21 ივლისი (დამატებითი გამოცდები); 
გ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი. 
გ) „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო    მეცადინეობები  - 1 მარტი – 14 მარტი (სრულად დისტანციურად, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებსის მიხედვით.    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    და    მედიცინის ფაკულტეტი            უფლებამოსილნი       არიან       საგანმანათლებლო       პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტები წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური          დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით), 15 მარტი - 12 ივნისი (სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები წარიმართება დისტანციურ ფორმატში, ევროპის    უმაღლესი   განათლების   ხარისხის   უზრუნველყოფის   სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით. ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება წარმართონ არადისტანციურ რეჟიმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური          დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით). 
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15-21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 19 სექტემბერი.”
2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს  კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 25/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების,
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა  და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების     და     წესის     დამტკიცების     შესახებ,     რომლებშიც  შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის  გავლა“,  ,,სსიპ  _ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტში           რეზიდენტურის     ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო   პროგრამების        (პროფესიული        მზადების)        სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის   15   ივლისის       №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 05 მარტის №3642/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:
1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.


2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა   პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1.საბუთების მიღება – 15 – 18 მარტი;
2.2. გასაუბრება – 19 მარტი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 23 მარტი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 23/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების განსაზღვრისა და მიღების გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2021 წლის 23 თებერვლის N2682/10-02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - თსუ), ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით (2021 წლის 5 მარტის N20/05 თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე) 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ - 5 ვაკანტური ადგილი.
2. გამოცხადდეს მიღება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ, ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
3. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან (2021 წლის 1 მარტი) 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თსუ-ის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებრივ ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ ჩარიცხვა მოხდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, 6-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში. განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, პარტნიორობის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://prah.ge/index.php?run=account/apply.
4. განაცხადის მოთხოვნები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) სამოტივაციო წერილი;
ბ) სამუშაო და კვლევითი გამოცდილება;
გ) წინა აკადემიური მოღვაწეობა/მოსწრება; 
დ) კვლევის გეგმა;
ე) რეკომენდაციები;
ვ) TOEFL/IELTS შეფასებები;
ზ) გასაუბრება (მოწვევის შემთხვევაში);
თ)ამ  პუნქტში  ჩამოთვლილ  მოთხოვნებთან  დაკავშირებული  დამატებითი  პირობები განისაზღვრება მემორანდუმის საფუძველზე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიერ.
5.თსუ-ში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები და   თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვრება დამატებით თსუ-ს რექტორის აქტის საფუძველზე.
6. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 21/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუწყდეთ  თსუ-ს  სტუდენტის  სტატუსი  2020-2021  სასწავლო  წლის  გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ძირითადი    საგანმანათლებლო   ერთეულების   შესაბამისად,   თანდართული   სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 103/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №153/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა  და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის
25 ნოემბრის N153/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა)  ნატო ასათიანი - რექტორის კონსულტანტი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შოთა ფოთოლაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
გ) თეა წითლანაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ე) თეიმურაზ პაპასქირი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ვ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
ზ)  ვაჟა ტრაპაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი);
თ)   ელენე   გელაშვილი   -   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (კომისიის წევრი);
ი)  მანანა  ლობჟანიძე  -  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  დეკანის  მოადგილე (კომისიის წევრი);
კ) ხათუნა მარწყვიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (კომისიის წევრი).
2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ   გვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 22/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტირისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 24 თებერვლის MES 1 21 0000159323 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის:


ა) სათაურის ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული  მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა


ბ) „გ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი; გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
გ.გ)    სააუდიტორიო    მეცადინეობები    -    1    მარტი    –    14    მარტი    (სრულად დისტანციურად,  ევროპის  უმაღლესი  განათლების  ხარისხის  უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების  შიდა  ხარისხის  უზრუნველყოფის  სახელმძღვანელო  პრინციპებსის მიხედვით.    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    და    მედიცინის ფაკულტეტი       უფლებამოსილნი       არიან       საგანმანათლებლო       პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების  კომპონენტები  წარმართონ  არადისტანციურ  რეჟიმში,  საქართველოს ოკუპირებული   ტერიტორიებიდან   დევნილთა,   შრომის,   ჯანმრთელობისა   და სოციალური    დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების   დაცვით),  15  მარტი  -  12  ივნისი  (სასწავლო პროცესის ფორმა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტით).
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15- 21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 12 სექტემბერი.
გ) „ვ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 7 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 თებერვალი – 7 მარტი;
ვ.გ)    სააუდიტორიო    მეცადინეობები    -    1    მარტი    –    14    მარტი    (სრულად დისტანციურად,  ევროპის  უმაღლესი  განათლების  ხარისხის  უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების  შიდა  ხარისხის  უზრუნველყოფის  სახელმძღვანელო  პრინციპებსის მიხედვით.    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    და    მედიცინის ფაკულტეტი       უფლებამოსილნი       არიან       საგანმანათლებლო       პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/ საგამოცდო და სამუშაო ადგილზე სწავლების  კომპონენტები  წარმართონ  არადისტანციურ  რეჟიმში,  საქართველოს ოკუპირებული   ტერიტორიებიდან   დევნილთა,   შრომის,   ჯანმრთელობისა   და სოციალური    დაცვის    სამინისტროს    შემოწმების    საფუძველზე    შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების   დაცვით),  15  მარტი  -  12  ივნისი  (სასწავლო პროცესის ფორმა განისაზღვრება დამატებით რექტორის სამართლებრივი აქტით). ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 14 ივნისი- 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15-21 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 22 ივლისი - 19 სექტემბერი.” 
2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    გადასცეს    შესაბამის    სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 20/01-01      

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, ასოცირებული პროფესორის მ. მესტვირიშვილის 02.03.2020წ. N3277/26 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 42 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტს  თანხების  ხარჯვა  განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 35/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2021 წლის 25 თებერვლის N2924/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 04 სექტემბრის N135/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით 2021 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 01 ივნისამდე განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის:

ა) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, აგრეთვე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური ან არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას, ან არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფი განისაზღვროს 0 ლარის ოდენობით;
ბ) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ან თსუ სტუდქალაქით ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი მოსარგებლე სტუდენტი - განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 50%-იანი შეღავათი;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრე ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტზე განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 30%-იანი შეღავათი.“.

2. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2021 წლის 01ივნისამდე.“.

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 31/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის
„ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2388/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2392/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2393/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის
19 თებერვლის N2429/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2409/28 წარდგინებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.ჩაირიცხონ მობილობის წესით 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №5);

2.თსუ-ს  რექტორის  ბრძანება  გამოცემიდან  2  სამუშაო  დღის  ვადაში  აისახოს  სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;.
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 89/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და
„პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების
შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);


2.წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 26 მარტისა.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო სასამართლოს     ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 86/01-04